ka | en
TSU

პოლარული ციალი, მზის ქარის ნაწილაკების ურთიერთქმედება ატმოსფეროს მოლეკულებთან

ავტორი: მარიამ არჩაია
ანოტაცია:

პოლარული ციალი განპირობებულია მზის ქარის ნაწილაკების-ელექტრონების და პროტონების ატმოსფერულ აზოტისა და ჟანგბადის მოლეკულებთან დაჯახებისას რეალიზებული აღგზნების პროცესებით. მზის ქარის ნაწილაკები მიაღწევენ რა დედამიწის მაგნიტოსფეროს ჩაიჭირებიან მაგნიტური ველის მიერ და შემოიჭრებიან ატმოსფეროში პოლუსებზე. ნაშრომი ძირითადად ეხება აზოტის მოლეკულური იონის მოლეკულური ზოლოვანი სპექტრის აღგზნების პროცესებს. კერძოდ განხილულია აზოტის იონის N_2^+ მოლეკულური ზოლოვანი სპექტრის აღგზნების პროცესები გამოსხივების ხილულ არეში. ნაშრომში მოყვანილია შედეგები, რომლებიც ეხება აზოტის იონის პირველი უარყოფითი სიტემის ზოლოვანი სპექტრი (გადასვლა B^2 ∑_u^+→X^2 ∑_g^+ ) აღგზნების კვეთის გაზომვას ელექტრონებისა და წყალბადის H^+იონების N_2 მოლეკულებთან დაჯახებისას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com