ka | en
TSU

კავკასიონის კრისტალური ფუნდამენტის შხარის მასივის ურანინიტის მინერალიზაციის შედგენილობა და ასაკი

ავტორი: რაბი გაბრიელაშვილი
საკვანძო სიტყვები: ურანი, შხარის მასივი, შხარის პლუტონი
ანოტაცია:

როგორც ცნობილია, ბირთვული ენერგეტიკის უმთავრეს ნედლეულს ქიმიური ელემენტი ურანი წარმოადგენს, რომლის ფასი გაზრდილი მოთხოვნის გამო, გლობალურ ბაზარზე მუდმივად იმატებს. განვითარებულ ქვეყნებში ურანის უმსხვილეს საბადოებს უკვე საუკუნოვანი მოპოვების ისტორია გააჩნიათ, რის გამოც მათ ფაქტობრივად ამოწურეს თავიანთი მარაგები. ახალი საბადოების გამოსავლენად კი ძებნა-ძიებითი სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში. სულ ახლახანს, კავკასიონის კრისტალურ ფუნდამენტის შხარის მასივში, მთავარი რღვევის ზონაში, მიკვლეულია თორიუმიანი ურანინიტის (ურანის ძირითადი მინერალური რესურსი) მაღალი კონცენტრაციის მინერალიზაცია. ბუნებრივია, იგი აქამდე შესწავლილი არ იყო და მისი კვლევისას მიღებული ყველა შედეგი თუ ვარაუდი სიახლეს წარმაოდგენს. ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევის ძირითად მიზანს წარმაოდგენდა აღნიშნული მინერალიზაციის ქიმიური შედგენილობისა და ქიმიური ასაკის განსაზღვრა. ეს კვლევა ჩატარდა გერმანიის პოტსდამის გეომეცნიერების ცენტრის მიკროზონდური კვლევის ლაბაორატორიაში, სუპერზონდ JEOL-JXA-8230-ზე. გარდა აღნიშნული ძირითადი მიზნისა ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა მოიცავდა ,როგორც საველე-გეოლოგიურ, ასევე პეტროგრაფიულ და პეტროქიმიურ კვლევებსაც. განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შხარის მასივის ურანის მინერალიზაცია წარმოდგენილია თორიანიტ-ურანინიტის სერიით, კერძოდ თორიუმით მდიდარი ურანინიტით, რომლის ქიმიური შედგენილობა შემდეგ პროცენტულ ფარლებში მერყეობს: UO_2- 79,5-82,6%, ThO_2- 6,7-8,4%, PbO- 2,95-3,9%, Y_2 O_3- 1,15-3,77%. ამ მინერალიზაციის U-Pb შეჯერებული ასაკი კი შეესაბამება 292±4 მილიონ წელს. ჩვენ მიერ მიღებული შედეგების კორელაციური ანალიზის შედეგად ვასკვნით, რომ როგორც შემცავი ქანების მიხედვით, ასევე ფორმირების გეოდინამიკური რეჟიმით, ასაკითა და მინერალიზაციის ტიპით შხარის ურანინიტის მინერალიზაცია მნიშვნელოვან მსგავსებას ავლენს ევროპის ვარისციდებში არსებულ ურანის საბადოებთან.


მიმაგრებული ფაილები:

ანოტაცია ინგლისურად, რაბი გაბრიელაშვილი [en]
ანოტაცია, რაბი გაბრიელაშვილი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com