ka | en
TSU

ფუტკრისნაირთა (Hymenoptera, Apoidea) ბიომრავალფეროვნება თბილისის შემოგარენის ძირითად ჰაბიტატებში

ავტორი: გიორგი ზასოხაშვილი
საკვანძო სიტყვები: აპიდოფაუნა, ტაქსონომია, ჰაბიტატი, ბიომრავალფეროვნება
ანოტაცია:

ფუტკრები მწერთა (Insecta) კლასის, სიფრიფანაფრთიანთა (Hymenoptera) რიგს მიეკუთვნებიან. აღნიშნული რიგი ორ ქვერიგს (Apocrita, Simphyta) მოიცავს. ფუტკრები ქვერიგ Apocrita-ს და ზეოჯახ Apoiodea-შია გაერთიანებული. თანამედროვე კლასიფიკაციით ცნობილია ფუტკრისნაირთა 9 ოჯახი. ფუტკრები მფრინავი მწერებია. იშვიათია სახეობები, რომელთა სხვადასხვა სქესის ან კლასის წარმომადგენლებს მოკლე ფრთები გააჩნიათ, რის გამოც ისინი ძნელად ან საერთოდ ვერ დაფრინავენ. მაგრამ ფუტკართა უფრთო ფორმები ბუნებაში არ არსებობს. უმნიშვნელოვანესია ფუტკრისნაირების როლი მცენარეთა დამტვერვის პროცესში. აღნიშნული ეხება როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ისე ბუნებრივი ეკოსისტემების ფლორის წარმომადგენლებს. მწერთა ამ ჯგუფის რიცხოვნობის კლება მნიშვნელოვნად ამცირებს არა მხოლოდ აგროკულტურების პროდუქტიულობას, არამედ ბუნებრივ ეკოსისტემებში მოზარდი ყვავილოვანი მცენარეების განაყოფიერება-გამრავლების პროცესსაც. აპიდოფაუნის შესწავლა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო მასშტაბით შეინიშნება გარეულ ფუტკრისნაირთა რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება. ამჟამად ეს გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემადაა მიჩნეული და როგორც სხვადასხვა ქვეყნის აპიდოლოგები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები მათი, როგორც მთავარი დამმტვერავების კონსერვაციისათვის აუცილებელ და ეფექტური პროექტებს ახორციელებენ. მიუხედავად ადრე ჩატარებული კვლევებისა, თბილისის შემოგარენის ფუტკრისნაირები არ არის შესწავლილი, და რაც არსებითია, არ გვაქვს უახლესი სამეცნიერო მონაცემები. დასახელებული ტერიტორიის რელიეფი გამოირჩევა მნიშვნელოვანი მორფოლოგიური მრავალგვარობით. გეომორფოლოგიური თავისებურები განაპირობებს მოზაიკური ლანდშაფტების სიმრავლეს და ენდემიზმის მაღალ დონეს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა თბილისის შემოგარენის ძირითად ჰაბიტატთა აპიდოფაუნა; თანამედროვე სისტემატიკური ნომეკლატურის თვალსაზრისით დაგვედგინა ფაუნის ტაქსონომიური სტრუქტურა და გამოგვეკვლია მწერთა ამ ჯგუფის ბიოეკოლოგიის საკითხები. ჩვენს მიერ განხორციელებული საველე ექსპედიციების შედეგად დასახელებულ ტერიტორიაზე ერთი წლის მანძილზე ველზე ავიღეთ 264 ეგზემპლარი. მოპოვებული ფაუნის ნაწილის სახეობრივი კუთვნილება გარკვეულია, ხოლო ნაწილის რკვევის პროცესი ინტეისურად მიმდინარეობს. მოპოვებული აპიდოფაუნა უახლესი სისტემატიკური კუთვნილების მიხედვით მიეკუთვნება ფუტკრისნაირთა 4 ოჯახს; 19 გვარს და 50 სახეობას. ტენისადმი დამოკიდებულების მიხედვით გამოვყავით ფუტკრისნაირთს სამი ეკოლოგიური ჯგუფი - სუბქსეროფილები, ქსეროფილები და მეზოფილები საკვლევ ტერიტორიაზე გამოვლინდა საქართველოს ფაუნისათვის 15 ახალი სახეობა სამომავლოდ, სწავლების შემდეგ საფეხურზე ვგეგმავთ ფუტკრისნაირთა ნიმუშების შეგროვებას უფრო ფართო მასშტაბით და ამავე დროს, განსხვავებულ ჰაბიტატებიდან. შესაბამისად, მოგვეცემა საშუალება განვსაზღვროთ ამ ჯგუფის ტაქსონომია და ბიოცენოზებზე მათი ზეგავლენის შეფასების შესაძლებლობა.


მიმაგრებული ფაილები:

სამაგისტრო ნაშრომი [ka]
Annotation [en]
ანოტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com