ka | en
ავტორიზაცია

ურთიერთქმედი ელექტრონების ორნაწილაკოვანი მდგომარეობის სტრუქტურა ლანდაუს ძირითად დონეზე
ავტორი: ზურაბი გაჩეჩილაძესაკვანძო სიტყვები: ლანდაუს ძირითადი დონე, ელექტრონების ურთიერთქმედება, ალგებრული სტრუქტურები
ანოტაცია:
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დიდი ინტერესი იყო ლანდაუს ძირითად დონეზე (LLL), ელექტრონების ურთიერთქმედების გათვალისწინებით, მათი სტრუქტურების შესწავლა. ეს ამოცანა თავს იჩენს ისეთ ეფექტებში როგორებიცაა წილადი და მთელი კვანტური ჰოლის ეფექტები. ამ ნაშრომის ფარგლებში ჩვენ ვეცდებით ელექტრონების ენერგეტიკული დონეების დასადგენად ჰამილტონიანის დიაგონალიზაციას. კონკრეტულად, განვიხილავთ უმარტივეს ორელექტრონიან შემთხვევას, რომლის მდგომარეობებიც უნივერსალურია (დამოუკიდებელია ელექტრონებს შორის ურთიერთქმედების პოტენციალისგან).