ka | en
TSU

სისხლის სიბლანტე, როგორც ავადმყოფობის დიაგნოსტიკური მეთოდი

ავტორი: ნინო ყანჩაშვილი
ანოტაცია:

ორგანიზმის ფუნქციონირების გამაერთიანებელ სისტემას წარმოადგენს სისხლი. იგი ცოცხალი ორგანიზმის თხევადი ქსოვილია, რომელიც გულის ტუმბოს საშუალებით ცირკულირებს სისხლძარღვებში და სხვადასხვა ორგანოების ქსოვილებს ამარაგებს საკვები ნივთიერებით, ჟანგბადით და ამავდროულად გამოაქვს ცხოველქმედების ნარჩენები.ამდენად სისხლის პლაზმა ის კონკრეტული ადგილია, სადაც ხდება აღნიშნული პროცესები. სისხლის ცირკულაციის უნარი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. თუ სისხლის სიბლანტე და შედედების უნარი გაიზარდა ,ამ შემთხვევაში ,მოსალოდნელია სისხლის მკვრივი მასების წარმოქმნა რომელიც,ძირეულად მოქმედებს და ცვლის მთელ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს და რიგ შემთხვევაში უამრავ დაავადებებს იწვევს. ამიტომ სისხლის სიბლანტის განსასზღვრა მნიშვნელოვანია რიგი დაავადებების იდენტიფიკაციისთვის გამოვიყენოთ სპეციალური გამზომი ხელსაწყო ვისკოზიმეტრი ,რათა დროულად ჩატარდეს პროფილაქტიკური მკურნალობა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com