ავტორიზაცია

ბირთვული დათარიღების მეთოდები
ავტორი: ნინო ივანიძეანოტაცია:
საბაკალავრო ნაშრომი თემაზე: „ბირთვული დათარიღების მეთოდები’’ , აქტუალურია თანამედროვე ბირთვულ ფიზიკაში, რადგან მისი განვითარება ერთობ ხელსაყრელია როგორც არქეოლოგიური ასევე ფიზიკური თვალსაზრისით. შესაბამისად დღეისათვის არსებული ბირთვული დათარიღების მეთოდები ხელს უწყობს მრავალი მეცნიერის კვლევა-ძიებას. ნაშრომში განხილულია დათარიღების სახეები: ურან, თორიუმ-ტყვიის მეთოდი, ტყვიის მეთოდი, კალიუმ-არგონის მეთოდი და ნახშირბადის მეთოდის ერთობ დიდი როლი. თუ როგორ ხდება მინერალის ასაკის განსაზღვრა მინერალში-ნიმუშში იზოტოპების კონცენტრაციების თანაფარდობებიდან ( 207Pb/235U, 206Pb/238U 208Pb/232Th ). 40K იზოტოპის რადიოაქტიური დაშლა, რომელიც ბუნებრივი რადიოაქტიური იზოტოპია ქიმიური ელემენტისა კალიუმი. მისი ატომური ნომერია 19 და მასური რიცხვი 40. ბუნაბაში მისი იზოტოპური შემცველობა შეადგენს 0.0117%. არსებობს გაუმჯობესებული ვარიანტი კალიუმ -არგონის მეთოდისა- 40Ar/39Ar მეთოდი(არგონ-არგონის მეთოდი). ამ მეთოდით 40K-ის შემცველობის მაგივრად განისაზღვრება 39Ar შემცველობა, რომელიც წარმოიქმნება ხელოვნურად 39K -დან ნეიტრონებით დასხივების პროცესში. 14C, რადიონახშირბადი ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპი ატომური ბირთვით, რომელიც შეიცავს 6 პროტონს და 8 ნეიტრონს. 14C აღმოაჩინეს 1940 წლის 27 თებერვალს მარტინ კამენმა და სემ რუბენმა კალიფორნიის უნივერსიტეტის რადიაციულ ლაბორატორიაში ბერკლიში. მის არსებობას ვარაუდობდა ფრანც კური 1934 წელს.დედამიწაზე ნახშირბადის სამი ბუნებრივი იზოტოპია: 12C -რომელიც შეადგენს დედამიწაზე არსებული ნახშირბადის 99%-ს; 13C - რომელიც შეადგენს 1%-ს; 14C - რომელიც გვხვდება ძალიან მცირე რაოდენობით;