ka | en
TSU

ბედნიერების ჰორმონები

ავტორი: ანა ჩოხელი
საკვანძო სიტყვები: სეროტონინი, ენდორფინი, დოფამინი, ოქსიტოცინი
ანოტაცია:

დღეისათვის ცხოვრების სწრაფ და გადატვირთულ რეჟიმში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე განსაკუთრებული ზრუნვა. ცნობილია, რომ სტრესს დამანგრეველი ეფექტი მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამოსავალი ადამიანში ბუნებრივადაა ჩადებული. სტრესთან საბრძოლველად შესაძლებელია „ბედნიერების ჰორმონების“ გამომუშავების სტიმულირება. სიცოცხლით ტკობობა და კარგი განწყობა - ამ უნარებით სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ვერ დაიკვეხნის, თუმცა ზოგიერთ მათგანს ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გამოსდის დადებითი ემოციების გამომუშავება, პოზიტიური ფიქრები, ღიმილი, ზოგს კი ამ მიმართულებით წამუშავება ესაჭიროება. აღსანიშნავია, რომ ფიზიოლოგიურად, ადამიანის ორგანიზმში ბედნიერების მდგომარეობის გამომუშავებისთვის არსებობს რამდენიმე ჰორმონი. ამდენად, მოცემულ ნაშრომში განხილულია სწორედ ის ძირითადი ჰორმონები რომლებიც პასუხილმგებელნი არიან ჩვენს განწყობასა და ბედნიერების მდგომარეობაზე, ამ ჰორმონების მოქმედებით გამოწვეული ეფექტები და მათი გაძლიერების გზები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com