ავტორიზაცია
თაფლის კლასიფიკაცია და ქიმიური შემადგენლობა გამოყენება მედიცინასა და მეცნიერებაში
ავტორი: ჯული ფარქოსაძესაკვანძო სიტყვები: თაფლი, მეფუტკრეობა, ყვავილის ნექტარი, ფალსიფიცირება
ანოტაცია:
მოცემულ ნაშრომში განხილულია მეფუტკრეობის ძვირფასი პროდუქტის თაფლის წარმოშობის და გავრცელების ისტორია, კლასიფიკაცია, ქიმიური შედგენილობა, ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური თვისებები თუ მახასიათებლები. ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია თაფლის კვებითი ღირებულების შესახებ და როგორ ფიზიოლოგიურ ზეგავლენას ახდენს იგი ადამიანის ორგანიზმზე. რა გამაჯანსაღებელი და სამკურნალო თვისებები აქვს და როგორ შეგვიძლია ამ რესურსის გამოყენება ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ნაშრომში ასევე განხილულია მეთოდები და ხერხები თუ როგორ უნდა განისაზღვროს თაფლის ქიმიური შედგენილობა და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები. ნაჩვენებია თაფლის მიმართ წაყენებული სტანდარტები და მისი ხარისხის განმსაზღვრელი პარამეტრები, რომელსაც იგი უნდა აკმაყოფილებდეს. აგრეთვე მოცემულია ინფორმაცია თაფლის ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით და ლაბორატორიული მეთოდების შესახებ, რომლითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ თაფლის ნატურალურობის შესახებ და თავიდან ავიცილოთ ფალსიფიკაციის შემთხვევები.