ავტორიზაცია
მოვლენებზე ორიენტირებული არქიტექტურის უპირატესობები მიკროსერვისულ აპლიკაციებში
ავტორი: ნინო გაგნიძესაკვანძო სიტყვები: დატვირთვის ტესტირება, მასშტაბირებადობა, მიკროსერვისული არქიტექტურა, მოვლენებზე დაფუძნებული, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურა, წარმადობა, REST API
ანოტაცია:
დღევანდელ სამყაროში ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება გავლენას ახდენს ბიზნესებზე, მათ ოპერაციებზე, შემოსავლებსა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე. თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის სამყაროში ბიზნეს გამოწვევებთან გასამკლავებლად მუდმივად იქმნება სხვადასხვა მიდგომები, მათ შორის საუკეთესოდ შესაფარესის არჩევა კი ტექნოლოგიური წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია. ერთ-ერთ ასეთ ინოვაციურ მიდგომას წარმოადგენს მიკროსერვისული არქიტექტურა. მიკროსერვისული სისტემა შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული მცირე სერვისებისაგან, რომელთა შორის კომუნიკაციის ეფექტურობის საკითხის გადაწყვეტა სისტემის დიზაინის მთავარი გამოწვევაა. ნაშრომში შემოთავაზებულია მიკროსერვისებზე დაფუძნებულ აპლიკაციებში დიდი დატვირთვისას წარმადობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაწვეტა კომპონენტებს შორის კომუნიკაციის მექანიზმად მოვლენებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით. ნაშრომში, მაღალი დატვირთვის ტესტირების ტექნიკის გამოყენებით, შეფასდა სისტემის გამტარუნარიანობა, შეცდომების რაოდენობა, რესურსების გამოყენებადობა და რესპონსიულობის დრო, როგორც მოვლენებზე დაფუძნებული, ასევე REST-API მიდგომის გამოყენების შემთხვევაში. ტესტირების შედეგების მიხედვით, მოვლენებზე დაფუძნებული მიდგომა REST-API-სთან შედარებით 14%-ით უფრო სწრაფია რესპონსიულობის, 23%-ით ეფექტური კი - გამტარუნარიანობის მხრივ. ამასთანავე მოვლენებზე დაფუძნებული კომუნიკაციის გამოყენებისას შეცდომების რაოდენობა თითქმის 5-ჯერ ნაკლებია, თუმცა 10%-ით მეტ CPU-ს რესურსს გამოიყენებს. პროგრამული უზრუნველყოფის რეალური მონაცემების სიმულაციის პირობებში დასაბუთებულია მოვლენებზე დაფუძნებული არქიტექტურის გამოყენების უპირატესობა REST-API-თან შედარებით დიდი მონაცემებთან მომუშავე მიკროსერვისულ აპლიკაციაში. შეგვიძლია დავასკვნათ რომ, მოვლენებზე დაფუძნებული კომუნიკაციის მიდგომის მიკროსერვისულ სისტემაში იმპლემენტაცია ორგანიზაციებს მისცემს თავიანთი ოპერაციების ოპტიმაზიის, მომხმარებელთა გამოცდილებისა გაუმჯობესებისა და ოპერაციული ოფექტურობის მაღალი დონის მიღწევის საშუალებას, რადგანაც ტექნოლოგიური პროგრესი განაპირებობეს ბიზნეს საქმიანობების წარმადობას.