ავტორიზაცია

PEEC მეთოდზე დაფუძნებული ინდუქტივობის კოჭების ფართოზოლოვანი მიკრო მოდელი მძლავრი ელექტრონიკის ამოცანებისთვის
ავტორი: დიანა ერემიანითანაავტორები: ანა გეონჯიანი, დავით იმნაძე, კონსტანტინე პარშუტკინი, რომან ჯობავა
საკვანძო სიტყვები: ძალოვანი ინდუქტიური ტოროიდალური კოჭები, CM კოჭა, EMC ფილტრი, PEEC სიმულაციები, CMC მიკრო-მოდელი
ანოტაცია:
ნაშრომში აღწერილია სწრაფი და ზუსტი მოდელირების მეთოდი, ძალოვანი ინდუქტივობის კოჭებისთვის ტოროიდალური გულარით. განხილული მეთოდი შემუშავებულია “common-mode” კოჭის ფართოზოლოვანი წრედული მიკრო მოდელის შესაქმნელად, ნაწილობრივი ელემენტების ექვივალენტური წრედის (PEEC - Partial Element Equivalent Circuit) მეთოდის გამოყენებით. ანალიტიკური ამოხსნისა და 2D სტატიკური სიმულაციის კომბინაციის საშუალებით დადგენილია PEEC მოდელის ელემენტების (კუთრი და ურთიერთ ინდუქტივობების და ტევადობების) მნიშვნელობები. PEEC მეთოდზე დამყარებული ინდუქტივობის კოჭის წრედული მოდელის საშუალებით შესაძლებელია დიდი სიზუსტით მისი CM, DM იმპედანსებისა და S-პარამეტრების გამოთვლა, რის შედეგადაც კოჭის მახასიათებლების ანალიზი ფართო სიხშირულ დიაპაზონში (DC-დან 100 MHz-მდე) ხდება. გაზომვების მეშვეობით PEEC მეთოდზე დამყარებული ინდუქტივობის კოჭის მიკრო-მოდელის სიზუსტე შემოწმდა რამდენიმე კოჭის მაგალითზე, მავთულის დახვევის სხვადასხვა სირთულის გათვალისწინებით. საბოლოდ, ნაშრომში წარმოდგენილია შემუშავებული მოდელირების ტექნიკის გამოყენება EMC ფილტრის სიმულაციებისათვის, სხვადასხვა კოჭების შემთხვევაში. შესწავლილ იქნა ფილტრაციის კოეფიციენტის დამოკიდებულება ძალოვანი ინდუქტივობის კოჭის მახასიათებლების ცვლილებაზე.