ka | en
TSU

სამ ფაზა 48ვ ელექტრო კომპრესორის მართვის ელექტრონული და მექანიკური ნაწილების პროექტირება-მოდერნიზაცია CISPR 25 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად

ავტორი: ზვიად კუჭაძე
თანაავტორები: ანა გეონჯიანი
საკვანძო სიტყვები: დროითი არე, სიხშირული არე.
ანოტაცია:

ელექტრო ტურბო და კომპრესორული სისტემები სულ უფრო გავრცელებული ხდება საავტომობილო ინდუსტრიაში, რადგან მათ შეუძლიათ უზრუნველყონ შიგაწვის ძრავების გაუმჯობესებული ეფექტურობა ატმოსფერულ ძრავებთან შედარებით. ელექტრო ტურბოს ერთ-ერთი კომპონენტია ელექტრო BLDC ძრავი, მისი გამოსასვლელი ლილვი ხისტადაა მიმაგრებული ტურბოს ფრთებზე, 3 ფაზა BLDC ძრავის მეშვეობით ხდება ტურბოს ლილვის მაღალი სიჩქარით მობრუნება რის შედეგადაც იზრდება შიგა წვის ძრავში შემავალი ჟანგბადისა და საწვავის რაოდენობა, რაც აუმჯობესებს ძრავის წვის პროცესს და იძლევა საშუალოდ ორჯერ გაზრდილ სიმძლავრეს. იმისათვის რომ შევძლოთ BLDC 3-ფაზა ძრავის მართვა, აუცილებელია გამოვიყენოთ სპეციალური 3 ფაზა გარდამქმნელი (DC to 3 phase AC), რომელიც იძლევა გარდაქმნილი მაღალი დენისა და ძაბვის 3 ფაზა სიგნალს. 3 ფაზა ძაბვა სპეციალური მიმყვანების მეშვეობით მიეწოდება BLDC ძრავს. თემის აქტუალობა მდგომარეობს იმაში, რომ ბოლო წლებში თითქმის ყველა საავტომობილო წარმოებამ დაიწყო ელექტრო ტურბოს (კომპრესორის) დანერგვა ახალ ავტომობილებში, რისთვისაც საჭირო გახდა მძლავრი 3 ფაზა გარდამქმნელების შექმნა, რამაც თავისთავად გამოიწვია ელექტრომაგნიტური თავსებადობის პრობლემები ავტომობილებში. კომპანია EMCoS მა გამოთვლებით და გაზომვის ტესტების მეშვეობით დიდი დახმარება გაუწია საავტომობილო წარმოებებს მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად. EMCoS-ში შემუშავებულ იქნა ახალი მეთოდოლოგია TD (Time Domain) to FD (Frequency Domain) გარდაქმნა წრედული კომპონენტების დონეზე, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა გამოთვლის სტაბილურობა და შეამცირა დრო, რაც იძლევა გაცილებით მეტი ტესტეის ჩატარების საშუალებას ერთი და იგივე დროის განმავლობაში . აღმიშნული გამოთვლის მეთოდოლოგიის უპირატესობების და ნაკლოვანების წარმოსადგენად კომპანია EMCoS-მა გადაწყვიტა შეექმნა საკუთარი ელექტრო კომპრესორი და მისი მართვის 3ფაზა ძალოვანი ნაწილი, რაც მოგვცემს საშუალებას მომავალში მოვახდინოთ მოდელირების მეთოდის საეთაშორისო დემონსტრაცია, რომელიც მოიცავს პუბლიკაციასა და საერთაშორისო კონფერენციებზე წარდგენას. სამეცნიერო კვლევით პროექტ 2 ში წარმოდგენილი იქნება ‘’BMW’’-ს ტურბოს მოდერნიზაცია ელექტრო კომპრესორის მისაღებად, სადაც ნაჩვენებია ელექტრო BLDC ძრავის ინტეგრირება არსებული ტურბინის ნიჟარაში. ასევე ნაშრომში ნაჩვენებია 3 ფაზა გარდამქმნელის დეტალური სქემა და შესაბამისი ბეჭდვითი დაფა, რომლებიც ასევე შემუშავებულია კომპანია EMCoS-ის კვლევით ლაბორატორიაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com