ka | en
TSU

პროსტატის სიმსივნეებით დაავადებული მამაკაცების სისხლისა და სიმსივნური ქსოვილის ანტიოქსიდანტური ფერმენტების: სუპეროქსიდდისმუტაზასა და გლუტათიონტრანსფერაზას აქტივობის ცვლილების შედარებითი ანალიზი

ავტორი: დარინა ეპიტაშვილი
საკვანძო სიტყვები: პროსტატის სიმსივნე, ანტიოქსიდანტური სისტემა, SOD, რეზისტენტულობა
ანოტაცია:

ოქსიდაციური სტრესის პირობებში ჟანგბადის რეაქტიული ფორმების წარმოქმნის რეგულაციის დარღვევა იწვევს ადამიანებში დაავადებების და მათ შორის კიბოს განვითარებას. ამასთან, სიმსივნურ უჯრედები განვითარებული ძლიერი ოქსიდაციური სტრესის საპასუხოდ აძლიერებენ ანტიოქსიდანტური ცილების ექსპრეესიის დონეს თავისუფალი რადიკლების დეტოქსიკაციისათვის და ამავდროულად ინარჩუნებენ პროონკოგენური სიგნალების გადაცემის გზას და აპოპტოზისადმი მდგრადობას. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა პროსტატის სიმსივნეებით (კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი) დაავადებული მამაკაცების სისხლისა და სიმსივნური ქსოვილის ანტიოქსიდანტური ფერმენტების: სუპეროქსიდდისმუტაზას და გლუტათიონტრანსფერაზას აქტივობის ცვლილებები. მოგვეხდინა სიმსივნურ ქსოვილში და სიმსივნით დაავადებული პაციენტების სისხლის პლაზმასა და ერითროციტებში ანტიოქსიდანტური ფერმენტების აქტივობის ცვლილებების შედარებითი ანალიზი. გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ადგილი აქვს ანტიოქსიდანტური ფერმენტების აქტივობის ცვლილებას, როგორც ავთვისებიან ასევე კეთილთვისებიან სიმსივნეებში. დაფიქსირდა ცვლილება სიმსივნურ ქსოვილსა და სიმსივნით დაავადებული პაციენტების სისხლის პლაზმასა და ერითროციტების ანტიოქსიდანტური ფერმენტების აქტივობას შორის.კვლევის შედეგად გამოვლენილი ცვლილებები შესაძლებელია განპირობებული იყოს, როგორც სიმსივნური უჯრედების საპასუხო რეაქციით განვითარებულ ძლიერ ოქსიდაციურ სტრესსზე, ასევე სიმსივნური უჯრედის მიერ ანტიოქსიდანტური ფერმენტების ძირითადი ფუნქციების რემოდელირებით, მათი უჯრედების გადარჩენის, პროლიფერაციისა და პრეპარატებისადმი რეზისტენტულობის გამომუშავების პროცესში ჩართვით.


მიმაგრებული ფაილები:

ანოტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com