ka | en
TSU

ფრთალაქიანი დროზოფილას (Drosophila suzukii) პოპულაციის მონიტორინგი ქართლის რეგიონში

ავტორი: მარიამ შელია
საკვანძო სიტყვები: ფრთალაქიანი დროზოფილა, მონიტორინგი, ქართლის რეგიონი
ანოტაცია:

ანოტაცია ფრთალაქიანი დროზოფილა (Drosophila suzukii) არის ხილისა და ღვინის წარმოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვაზიური მავნებელი მსოფლიოში. ეს სახეობა იკვებება ალუბლის, ჟოლოს, მაყვლის, მოცვის, მარწყვის, ატმის, ქლიავის, ყურძნის და სხვა რბილი ხილით. ის მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, რადგან სხვა დროზოფილას სახეობებისგან განსხვავებით, ის მწიფდება და იკვებება ჯანსაღი ხილით. Drosophila suzukii-ის სამშობლო აღმოსავლეთ აზიაა და 2008 წლიდან სწრაფად ვრცელდება ევროპაში, სადაც იგი მიიჩნევა საკარანტინო მავნებლად. საქართველოში ფრთალაქიანი დროზოფილას არსებობა დადასტურდა 2018 წელს, თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობით, მის მიერ გამოწვეული ზარალი არ არის მასშტაბური. მიუხედავად ამისა, სამომავლო რისკების შეფასებისა და მავნებლის გავრცელების არეალის პროგნოზირებისთვის აუცილებელია მონიტორინგის განხორციელება პერმანენტულ რეჟიმში. ეს კვლევა მიზნად ისახავდა ფრთალაქიანი დროზოფილას არსებობისა და გავრცელების შესწავლას ქართლის რეგიონში. ლოკალური მონიტორინგის მიზნით, გამოყენებულ იქნა ფერომონიანი ხაფანგები. კვლევა მიმდინარეობდა 2022 წლის მაისი - ოქტომრის განმავლობაში, ქართლის ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე (ქვენატკოცა, აგარა, აპნისი, სკრა) ხაფანგები დამონტაჟდა ოთხივე ლოკაციაზე, ბლისა და მარწყვის პლანტაციებში. კვირაში ერთხელ ხდებოდა ნიმუშების აღება ხაფანგებიდან. აღნიშნულმა კვლევამ დაადასტურა ფრთალაქიანი დროზოფილას არსებობა და პოპულაციის ზრდა ქართლის რეგიონში, მაგრამ შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მავნებლის მიერ მოყენებული ეკონომიური ზიანი არ არის საგანგაშო, თუმცა სამომავლოდ გავრცელების საფრთხეებიდან გამომდინარე, მონიტორინგის გაგრძელება ყოვლად აუცილებელია.


მიმაგრებული ფაილები:

M.Shelia annotation (Eng) [en]
M.Shelia annotation (Geo) [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com