ka | en
TSU

ვირუსები ჩვენს გარშემო და მათთან ბრძოლის არსებული და პერსპექტიული ფიზიკური მეთოდები

ავტორი: ვახტანგ თათარაშვილი
საკვანძო სიტყვები: ვირუსები
ანოტაცია:

მოცემული თეზისი შეეხება ვირუსების გავრცელებას ჩვენს გარშემო და სხვადასხვა ფიზიკურ მეთოდებს მათი გამოვლენის, ინაქტივაციისა და კონტროლისთვის. ნაშრომი შეეხება არსებულ ტექნიკებს როგორიცაა მიკროსკოპია, სპექტროსკოპია და ნანო ნაწილაკებზე დაფუძნებული მეთოდები ვირუსების გამოვლენისათვის. გარდა ამისა, არსებულ ფიზიკურ მეთოდებს როგორიცაა, თერმული დამუშავება, ულტრაიისფერი დასხივება და პლაზმაზე დაფუძნებული ტექნოლოგიები რომლებიც, ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა ვირუსების წინააღმდეგ. თეზისში გაეცნობით არსებულ და განვითარებულ ფიზიკურ მიდგომებს როგორიცაა, ცივი ატმოსფერული პლაზმა და ნანოტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტრატეგიები. ამ ყველაფრიდან მიღებული დასკვნები კი დაგვეხმარება ვირუსების შესწავლაში და შეგვიქმნის შეხედულებას ფიზიკური მეთოდების პოტენციალის შესახებ ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com