ka | en
TSU

დიდმასშტაბიანი დინების გენერირება სუსტად მბრუნავი, თვითგრავიტირებადი კომპაქტური ობიექტის მახლობლობაში

ავტორი: გიგლა შეყილაძე
საკვანძო სიტყვები: თვით-გრავიტირებადი სითხე, ასტროფიზიკური დინება, ბელტრამი-ბერნულის წონასწორობა, წონასწორობის რელაქსაცია
ანოტაცია:

ნაშრომში შევისწავლეთ დიდ-მასშტაბიანი დინებების ფორმირების ამოცანა წონასწორობის რელაქსაციის მოდელში. სუსტად მბრუნავ, თვითგრავიტირებად ნეიტრალურ სითხეში კომპაქტური ობიექტის მახლობლობაში, რომელშიც არ ვითვალისწინებთ კომპაქტური ობიექტის გრავიტაციას. ასეთი მოდელისათვის გამოვიყენეთ გრავიტაციის შუალედური თეორია - გრავიტოელექტრომაგნეტიზმის განტოლებები. წონასწორული ანალიზით, რომლისთვისაც ჩავწერეთ ორმაგი ბელტრამის განტოლება სიჩქარის ველისათვის, ვაჩვენეთ, რომ შესაძლებელია წონასწორობის კატასტროფული რღვევა სისტემის აღმწერი პარამეტრების გარკვეულ არეებში. შედეგად ადგილი აქვს ენერგიის გარდაქმნებს. ვაჩვენეთ დიდ-მასშტაბიანი სიჩქარის ველის კატასტროფული ფორმირების შესაძლებლობა, როდესაც ხდება შეშფოთების ენერგიის გადასვლა დინების ენერგიაში.


მიმაგრებული ფაილები:

Gigla Shekiladze (Eng) Abstract [en]
გიგლა შეყილაძე (Geo) ანოტცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com