ავტორიზაცია
"მარეგულირებელი T(treg) და Th17 უჯრედების რაოდენობრივი თანაფარდობის შეფასება საკვერცხის კისტის მქონე პაციენტების სისხლში"
ავტორი: მაია ტერელაძესაკვანძო სიტყვები: მარეგულირებელი T(treg) უჯრედები, Th17 უჯრედები, საკვერცხის კისტა, იმუნური სტატუსი
ანოტაცია:
მარეგულირებელი T (Treg) და Th17 უჯრედების თანაფარდობა პერიფერიულ სისხლში ადამიანის იმუნური სტატუსის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. Treg უჯრედები არიან დამხმარე T ლიმფოციტების იმუნოსუპრესორული ქვეპოპულაცია. მათ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს იმუნური სისტემის უჯრედების სუპრესია, რის შედეგადაც ორგანიზმს იცავენ აუტოიმუნური დაავადებების განვითარებისგან. მათ მთავარ მარკერებს წარმოადგენენ: CD3, CD4, CD25 და ტრანსკრიფცის ფაქტორი Foxsp3. რაც შეეხება Th 17 უჯრედებს ისინი არიან ანთების ხელისშემწყობი უჯრედები და ასევე წარმოადგენენ დამხმარე T უჯრედების ქვეპოპულაციას. მათ მთავარ მარკერს წარმოადგენს ინტერლეიკინი 17-ის სეკრეცია. Treg და Th 17 უჯრედები ერთმანეთის საწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდებიან. მათი თანაფარდობა ირღვევა აუტოიმუნური დაავადებებისა და სიმსივნეების დროს. საკვერცის კისტა არის ასიმტომური სითხით სავსე წარმონაქმნი, რომელის აღმოჩენაც ძირითადად ხდება გინეკოლოგიური ექოსკოპიის დროს. იმის გამო, რომ საკვერცხის კისტა ძირითადად უსიმპტომოდ მიმიდინარეობს, ჯერ კიდევ არ არის სრულად შესწავლილი ორგანიზმის იმუნური მდგომარეობა ამ პათოლოგიის მქონე პაციენტებში. ჩემი კვლევის მთავარ მიზანიც სწორედ ეს იყო განგვესაზღვრა Treg და Th17 უჯრედების თანაფარდობა საკვერცხის კისტის მქონე პაცინეტების სისხლში. კვლევის დაწყებამდე ბიოეთიკის საბჭოს წარვუდგინეთ ყველა საჭირო დოკმენტაცია დაგეგმილი კვლევის ბიოეთიკის ნორმების დაცულობის აღიარების მიზნით და მივიღეთ დადებითი დასკვნა. კვლევის მეთოდად გამოყენებული იყო პერიფერიული სისხლიდან გამოყოფილი ლიმფოციტების იმუნოფენოტიპირება გამდინარე ციტომეტრის მეშვეობით. შესწავლილია კვლევაში ჩართული პირების სამი ჯგუფი: პირველი - საკვერცხის კისტის მქონე პაციენტები, მეორე - საკვერცხის კიბოს მქონე პაციენტები და მესამე ჯანმრთელი მოხალისე პირები. ჩვენს მიერ მიღებული შედეგების მიხედვით საკვერცხის კისტის მქონე ქალების სისხლში CD4+CD25+Foxp3+ უჯრედების რაოდენობა CD4+ T ლიმფოციტების პოპულაციში სარწმუნოდ მომატებულია (14,7%±0,4243%, p<0.0001) საკონტროლო, ჯანმრთელი მოხალისეების სისხლში არსებულ მაჩვენებელთან შედარებით (4.72%±0.917), მაშინ როდესაც საკვერცხის კიბოს მქონე პაციენტების სისხლში იგივე უჯრედების რაოდენობის მაჩვენებელი საკონტროლო ჯგუფის მაჩვენებლის მსგავსია. საპირისპირო სურათი მივიღეთ Th17 უჯრედების რაოდენობის შეფასებისას - საკვერცხის კისტის მქონე ქალების პერიფერიუილი სისხლის CD4+ T ლიმფოციტების პოპულაციში Th17 უჯრედების იგივე რაოდენობაა, რაც საკონტროლო ჯგუფიში(1,32±0,2639 და 1,45±354, შესაბამისად), თუმცა ამ ქვეპოპულაციის მოცულობა შემცირებულია საკვერცხის კიბოს მქონე პაციენტებში (0,265±0,31, P=0,0004). შესაბამისად, Treg/Th17 თანაფარდობა ორივე საკვლევი პათოლოგიის დროს მომატებულია საკონტროლო ჯგუფის მაჩვენებელთან შედარებით. საკვერცხის კისტის მქონე პირებში ეს გამოწვეულია მარეგულირებელი T უჯრედების რაოდენობის მატებით, ხოლო საკვერცხის კიბოს მქონე პირებში Th17 უჯრედების რაოდენობის კლებით. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგები აშკარას ხდის ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელების აუცილებლობას, რომელთა შედეგადაც Treg/Th17 მაჩვენებელმა საკვერცხეების სხვადახვა პათოლოგიის დროს შესაძლოა შეიძინოს საპროგნოზო დანიშნულება.
მიმაგრებული ფაილები:
Annotation [en]ანოტაცია [ka]