ავტორიზაცია
ზოგიერთი მეტალის მიგრაციის კანონზომიერებების შესწავლა ნიადაგიდან მცენარეებში მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრის გამოყენებით
ავტორი: ნათია ჭანტურიასაკვანძო სიტყვები: ზოგიერთი მეტალი, ნიადაგი, მცენარეები, აკუმულაცია, რემედიაცია, მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრი
ანოტაცია:
გარემოს დაბინძურება, რომელიც დაკავშირებულია ანთროპოგენურ და ბუნებრივ წყაროებთან, სწრაფად იზრდება ადამიანთა პოპულაციის, ინდუსტრიალიზაციის, ურბანული განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების მოხმარებასთან ერთად. მეტალებით ნიადაგის დაბინძურებას განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა, რადგან მეტალებით დაბინძურებული ნიადაგი გავლენას ახდენს ადამიანთა ჯანმრთელობაზე, გარემოს მდგრადობასა და ნიადაგის ხარისხზე. ანთროპოგენურმა აქტივობებმა, როგორებიცაა: ჩამდინარე წყლებით მორწყვა, აგროქიმიკატების გადაჭარბებული მოხმარება, ატმოსფერული დაბინძურება, ქიმიკატებისა და ნავთობის შემთხვევითი გაჟონვები, სამთო მოპოვება და სხვა, შესაძლებელია ნიადაგში გაზარდოს მეტალების კონცენტრაცია. მეტალებით დაბინძურებული ნიადაგი კი ხდება გარემოს სხვა ობიექტების, მათ შორის მცენარეების, დაბინძურების წყარო. ზოგიერთ მცენარეს თვითდაბინძურების ხარჯზე შეუძლია ნიადაგის აღდგენა თანდაყოლილი უნარის გამოყენებით. მცენარის ამ უნარს ფიტორემედიაცია ეწოდება. ფიტორემედიაცია მომდინარეობს ბერნძნული სიტყვიდან “Phyto” რაც ნიშნავს მცენარეს, ხოლო “Remedium” წონასწორობის აღდგენას. ფიტორემედიაცია ნიადაგის აღდგენის ხელმისაწვდომი მეთოდია. ფიტორემედიაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მცენარეთა მეტაბოლიტური პროცესები და მიკროორგანიზმები. ჩვენს მიზანს წარმოადგენდა ზოგიერთი მეტალის მიგრაციის კანონზომიერებების შესწავლა ნიადაგიდან მცენარეებში მიკროტალღური პლაზმის ატომურ - ემისიური სპექტრომეტრიის გამოყენებით. მიკროტალღური პლაზმის ატომურ - ემისიური სპექტრომეტრიის მეთოდი გვთავაზობს უნიკალურ პოტენციალს მისი მაღალი მგრძნობელობის, სიზუსტისა და რამდენიმე ელემენტის ერთდროული ანალიზის შესაძლებლობის გამო.