ka | en
TSU

ფულვომჟავებთან, ტყვის კომპლექსწარმოქმნის შესწავლა ,ხსნადობის მეთოდით

ავტორი: სესილი როგავა
საკვანძო სიტყვები: ფულვომჟავები, მდგრადობის მუდმივა, მძიმე მეტალები, ხსნადობის მეთოდი
ანოტაცია:

გააჩნიათ რა ფუნქვიური ჯგუფები, გეოპოლიმერები ფულვომჟავები , აქტიურად მონაწილეობენ ბუნებრივ წყლებში, ფსკერულ ნალექებსა და ნიადაგებში მიმდინარე კომპლექსწარმოქმნის პროცესებში. ფულვომჟავები იძლევიან მდგრად კომპლექსებს, როგორც მძიმე მეტალებთან, ასევე რადიოაქტიურ ელემენტებთან და განაპირობებს ბუნებრივ ობიექტებში მათ მიგრაციის ფორმებს . მონაცემები ფულვატური კომპლექსების მდგრადობის მუდმივების შესახებ რამდენიმე რიგით განსხვავდება ერთმანეთისგან. ასეთი მდგომარეობა ძირითადად განპირობებულია, კომპლექსწარმოქმნის პროცესში, ფულვომჟავების საშუალო მოლეკულური მასების pH-ზე დამოკიდებულების გაუთვალისწინებლობით, რასაც საბოლოოდ არასწორ შედეგებამდე მივყავართ. ჩვენს მიზანს შეადგენდა, pH 9.0-ზე ტყვიის ფულვატური კომპლექსის შედგენილობის და მდგრადობის მუდმივას მნიშვნელობების დადგენა, რადგან ასეთი მონაცემები ლიტერატურაში არ იძებნება. პალიასტომის ტბიდან,ადსორბციულ ქრომატოგრაფიული მეთოდით გამოყოფილია ფულვომჟავების სუფთა ნიმუშები . კომპლექსწარმოქმნის პროცესი შესწავლილია ხსნადობის მეთოდით. დადგენილია, ტყვიის დიჰიდროქსოფულვატური კომპლექსის მდგრადობის მუდმივების () მნიშვნელობები „ოლიგომერის“ და „აქტიური ასოციატის“ მიხედვით.


მიმაგრებული ფაილები:

ფულვომჟავებთან, ტყვის კომპლექსწარმოქმნის შესწავლა ,ხსნადობის მეთოდით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com