ka | en
TSU

,,გლობალური დათბობა და მცენარეთა ადაპტაციები გარემო ფაქტორების მიმართ“

ავტორი: თამარი კუჭავა
საკვანძო სიტყვები: გლობალური დათბობა, სათბურის ეფექტი, ABA, გვალვა
ანოტაცია:

გლობალური დათბობა დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ეკოლოგიური პრობლემაა. გლობალური დათბობის სხვადასხვა მიზეზები არსებობს, მათ შორის ყველაზე ცნობილი ,,სათბურის ეფექტია“, რომლის გამომწვევ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს სათბურის აირების (CO2, CH4, (HCFCs), (HFCs). გლობალური დათბობის დაფიქსირებული ზრდა ისტორიულ საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით უპრეცედენტოა. გლობალური დათბობის შედეგების პროგნოზირება ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა კლიმატის მკვლევარების წინაშე. გლობალური დათბობა უარყოფით გავლენას ახდენს როგორც გარემოზე, ასევე ცოცხალ ორგანიზმებზე. დღესდღეობით, კლიმატის ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია გვალვა. ის ძალიან საშიში აბიოტური სტრესია რომელიც გავლენას ახდენს ნიადაგის ორგანიზმებზე. მათ შორის მიკროორგანიზმებზე და მცენარეებზე. მცენარეებს უწევს გაუმკლავდნენ ისეთ პრობლემებს როგორიცაა მაღალი რადიაცია, უწყლობა და სხვა. ამ ფაქტორების მიმართ მცენარეები გამოიმუშავებენ სხვადასხვა სახის ადაპტაციებს. თერმომორფოგენეზი არის მექანიზმი რომელიც მცენარეს ეხმარება გაზრდილი ტემპერატურის მიმართ გამძლეობაში. აბსცინის მჟავა (ABA) არის მთავარი ჰორმონი მცენარეებისთვის გვალვაზე რეაგირებისთვის და გადამწყვეტ როლს თამაშობს მცენარის ზრდასა და განვითარებაში. ABA წარმართავს სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესებს, როგორიცაა ბაგების დახურვა, ნიადაგის მიკრობული თანასაზოგადოების ორგანიზება და მეტაბოლური ცვლილებები. ადამიანებმა უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ ჩვენი ბუნება ჩვენი გადარჩენისთვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com