ავტორიზაცია
ომეპრაზოლის ზოგიერთი სამკურნალო ფორმის შესაბამისობის შესწავლა საერთაშორისო სტანდარტებთან
ავტორი: თამარი მაწიაშვილისაკვანძო სიტყვები: ქირალური ქრომატოგრაფია, ომეპრაზოლის ენანტიომერების დაყოფა, ვალიდაცია, ენანტიომერული სისუფთავის განსაზღვრა, აქტირუი ფარმაცებტული სუბსტანციის რაოდენობრივი შეფასება
ანოტაცია:
ქირალური სულფოქსიდები ფართოდ გამოიყენება პესტიციდებად, სამკურნალწამლო საშუალებებად და ა. შ. ზოგადად, მათი ენანტიოსელექტიური ბიოლოგიური აქტივობა ცნობილია და სწორედ ამან გამოიწვია ქირალური სულფოქსიდების განვითარება ენანტიომერულად სუფთა პრეპარატებად. ამის გამო ენანტიომერების დაყოფა აქტუალური საკითხია და დიდი ხანია ამ მიზნით ქრომატოგრაფია გამოიყენება. ქირალური სულფოქსიდების ერთ-ერთი წარმომადგენელია ომეპრაზოლი, რომელიც მიეკუთვნება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს (PPIs -Proton Pump Inhibitors). ჩვენი კვლევა დავიწყეთ ომეპრაზოლის ენანტიომერების დაყოფის შესწავლით პოლისაქარიდული ტიპის ქირალური სელექტორებით. მოძრავ ფაზად გამოვიყენეთ სუფთა მეთანოლი და მეთანოლი:წყალი:ჭიანჭველმჟავა (90:10:0.1 მოცულობითი თანაფარდობით). კვლევის პერიოდში, ასევე, ვადგენდით ენანტიომერების ელუირების რიგს. ოპტიმალური დაყოფა ომეპრაზოლის ენანტიომერებისთვის მივიღეთ ცელულოზა ტრის(4-ქლორო-3-მეთილფენილკარბამატი)-ზე დაფუძნებულ ქირალურ სვეტზე (Lux Cellulose-4) მოძრავ ფაზად მეთანოლის გამოყენებისას. კვლევის შემდეგი ეტაპი იყო ოპტიმალური მეთოდის ვალიდაცია. ეს არის პროცესი, რომელიც გამოიყენება მეთოდის დანიშნულებისამებრ ვარგისიანობის დასადასტურებლად. კომერციულად ხელმისაწვდომი ომეპრაზოლის ფარმაცევტული ფორმულირებები შეიცავს აქტიურ ფარმაცევტულ სუბსტანციას როგორც რაცემატს, ასევე მის S-ენანტიომერს (ესომეპრაზოლს). აქედან გამომდინარე, შემუშავდა ორი ვალიდური მეთოდი: ერთი აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციის შემცველობის განსაზღვრისათვის რაცემული ომეპრაზოლისა და ესომეპრაზოლის ფორმულირებებში. მეორე _ აქტიურ ფარმაცევტულ სუბსტანციაში ენანტიომერული სისუფთავის განსაზღვრისათვის კომერციულად ხელმისაწვდომ ესომეპრაზოლის ფორმულირებებში. კვლევის ბოლო ეტაპზე აღნიშნული მეთოდებით გავაანალიზეთ თორმეტი დასახელების სამკურნალწამლო საშუალება და დავადგინეთ, რამდენად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, მოქმედი საფუძველის რაოდენობრივი შემცველობის და ენანტიომერული სისუფთავის მიხედვით.