ka | en
ავტორიზაცია

ბაქტერიოფაგებში დნმ-ის ეჟექციის ფიზიკური მეთოდებით შესწავლა
ავტორი: ანა თურქიაანოტაცია:
თანამედროვე სამყაროში ბაქტერიოფაგების მიმართ ინტერესი კვლავ ნახლდება. ნელ-ნელა იწყება ანტიბიოტიკების ბაქტერიოფაგებით ჩანაცვლება ან მასთან ერთად სამკურნალოდ გამოყენება. ამის ფონზე ფაგების მოქმედების მექანიზმის შესწავლა უფრო და უფრო აქტუალური გახდა. ფაგების გამრავლებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია დნმ-ის ეჟექცია, რომელიც ფაგის გენომს აძლევს საშუალებას შეაღწიოს მასპინძელ უჯრედში, მოახდინოს დნმ-ის რეპლიკაცია და ცილების სინთეზი. საბოლოოდ კი, ვირუსული მასპინძელი უჯრედი ნადგურდება და მის ადგილას წარმოიქმნება უამრავი ახლადსინთეზირებული ფაგი. დნმ-ის ეჟექციის მოვლენა ძალიან საინტერესოა ფიზიკური გადმოსახედიდან. ამიტომაც, ნაშრომში განვიხილავ ბაქტერიოფაგიდან დნმ-ის ეჟექციის მოვლენის ფიზიკურ ასპექტებს.