ავტორიზაცია
მიკროსერვისული თემფლეითი Rabbitmq-ს გამოყენებით
ავტორი: ფარნა სარიშვილითანაავტორები: ვასილ გაგლოშვილი
ანოტაცია:
Ჩვენი პროექტი მიზნად ისახავს ურუნველყოს ყოვლისმომცველი “Api” სერვისის შაბლონი, რომელიც დაფუძნებულია მიკროსერვისულ პრიცნიპებზე და იყენებს RabbitMQ ასინქრონული კომუნიკაციისთვის. შაბლონი ემსახურება როგორც სტაბილურ და საიმედო საფუძველს ყველა აპლიკაციისთვის, ხელსუწყობს მიკროსერვისებს შორის დაცულ და უწყვეტ კომუნიკაციას. RabbitMQ-ის შესაძლებლობების გამოყენებით, პროექტი ხელს უწყობს დეველოპინგის პროცესს პროგრამისტებისთვის და პროექტის შეფასების დაჩქარებას. შაბლონის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები მოიცავს სტაბილურობას, სანდოობას, მდგრადობას, გაფართოებას, ეფექტურობას და სტრუქტურულ სიმარტივეს. გარდა ამისა, მიკროსერვისის შაბლონი პრიორიტეტს ანიჭებს სტაბილურობას, საიმედოობას და მდგრადობას, რაც უზრუნველყოფს მაღალ შესრულებას მძიმე დატვირთვის პირობებში და მხარს უჭერს მოდულურ განახლებებს. მისი გაფართოება საშუალებას იძლევა ადვილად ინტეგრირდეს ახალი ფუნქციონალობა აპლიკაციის განვითარებასთან ერთად. RabbitMQ-ის მიერ მოწოდებული ეფექტური ასინქრონული კომუნიკაცია ამცირებს შეყოვნებას, აძლიერებს მომხმარებლის გამოცდილებას. ამ პროექტის შეჯამებაში წარმოდგენილი ნამუშევარი საფუძველს უქმნის აპლიკაციების შემუშავებას, რომლებიც იცავენ მიკროსერვისის არქიტექტურას და ეფექტურად გამოიყენებენ RabbitMQ- ის ასინქრონულ კომუნიკაციას.