ka | en
TSU

ადამანტანის ბირთვის შემცველი ზოგიერთი ახალი ნაწარმის სინთეზი პასერინი სმულტიკომპონენტური რეაქციით.

ავტორი: მარიამ აღნიაშვილი
ანოტაცია:

1921 წელს ფლორენციაში მომუშავე ქიმიკოსმა მარიო პასერინიმ აღმოაჩინა პირველი მულტიკომპონენტური რეაქცია (IMCR). ეს რეაქცია პასერინმა შეიმუშავა იზოციანიდების თვისებების შესწავლისას. ამ რეაქციით მიიღება α-აცილოქსიამიდები იზოციანიდების, ალდეჰიდების ან კეტონების და კარბონმჟავების ურთიერთქმედებით. რეაქცია გამოიყენება სამკურნალწამლო საშუალებათა წარმოებასა და ბიოლოგიურად აქტიური ბუნებრივი პროდუქტების ტოტალურ სინთეზებში. ადამანტანი და მისი წარმოებულები გამოიყენება სხვადასხვა სამკურნალო თვისების ფარმაცევტულ პროდუქციაში. კერძოდ, ადამანტანის წარმოებულები გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიების პარკინსონისა და ალცჰეიმერის სამკურნალოდ. ჩვენი სამუშაო მიზნად ისახავს პასერინის რეაქციით ადამანტანის შემცველი ახალი ნაერთების მიღებას. ეს რეაქცია ჩვენ ჩავატარეთ 1-ადამანტანკარბონმჟავას ურთიერთქმედებით ზოგიერთ ალდეჰიდთან (იზობუტანალი, ფენილეთანალი, ბუტანალი) და ეთილიზოციანოაცეტატთან დიქლორმეთანში ოთახის ტემპერატურაზე. რეაქციას ვაკონტროლებდით თხელფენოვანი ქრომატოგრაფიით. რეაქციის პროდუქტები გავასუფთავეთ სვეტის ქრომატოგრაფიით (SiO2, ჰექსანი/ეთილაცეტატი, 8/1). სინთეზირებული ნაერთების სტრუქტურა დადგინდა ბმრ და იწ სპექტროსკოპიით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com