ka | en
TSU

სტოქასტური რეზონანსის მოდელირება და მისი ერთ-ერთი გამოვლინება ტვინის უჯრედებში

ავტორი: სოფიო აბრამიშვილი
საკვანძო სიტყვები: მოდელირება, ბისტაბილური სისტემა, სიგნალების გაძლიერება, ტვინის უჯრედები.
ანოტაცია:

სტოქასტური რეზონანსი საინტერესო მოვლენაა, რომლის დროსაც სუსტი, პერიოდული ძალის ეფექტის გაძლიერება ხდება ქაოსური ძალის დახმარებით. იგი დაიმზირება საკმაოდ ბევრ პროცესში: კიბორჩხალას სმენის აპარატში ტალღების სიგნალის გაძლიერებისას და უახლესი კვლევების მიხედვით, სავარაუდოდ ტვინის უჯრედებშიც. ჩვენი განვიხილავთ ბისტაბილურ დუფინგის ოსცილატორს, რომელზეც მოქმედებს 3 სხვადასხვა სახის ძალა სინუსოიდური, კვადრატული და ხერხისებრი (ცალცალკე). ძალების ამპლიტუდა არაა საკმარისი სისტემის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასასვლელად, შესაბამისად სისტემას ვუმატებთ ქაოსურ ძალას, რომელსაც აქვს თეთრი ხმაურის განაწილება და სწორი პარამეტრების შერჩევით ვიღებთ სტოქასტურ რეზონანსს, რომლის დროსაც სისტემა ქაოსური ძალის დახმარებით იწყებს რხევას სუსტი პერიოდული ძალის სიხშირით. მოდელი აწყობილი და რიცხვითად ამოხსნილია მათლაბში: ამისათვის შედგენილია მეორე რიგის დიფერენციალური განტოლება, რომლის ამოსახსნელადაც გამოყენებულია რუნგე-კუტას სქემა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com