ავტორიზაცია
N-β-(პარა-ტოლილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-გლუკოპირანოზილამინის კონდენსაციის რეაქცია ტრიმეთილქლორსილანთან
ავტორი: მარიამ ჩიბუხაშვილისაკვანძო სიტყვები: ნახშირწყლები, N გლიკოზიდები, სილიციუმის ატომები, ქლორსილილირება, აცეტილირება
ანოტაცია:
ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების მიღების მიზნით, ჩვენს მიერ შემუშავებულ იქნა ახალი მეთოდი სილიციუმის შემცველი N-გლიკოზიდების სინთეზისთვის. სამკურნალო პრეპარატების მოდიფიკაციაში სილიციუმის ატომებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს, განსაკუთრებით მათ ქიმიურ მახასიათებლებსა და ბიოლოგიურ თვისებებში. ჩვენ შევისწავლეთ N-გლუკოპირანოზილამინის ქლოროსილირების რეაქციები. N-β-(p-ტოლილ)-D-გლუკოპირანოზილამინის აცეტილირებით (1) ძმარმჟავას ანჰიდრიდის თანაობისას პირიდინის არეში მიღებულ იქნა N-β-(p-ტოლილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-D-გლუკოპირანოზილამინი (2). ნაერთის (2) ქლოროსილილირებით, ტრიმეთილქლოროსილანის ურთიერთქმედებით თუთიის თანაობისას ოთახის ტემპერატურაზე, შესაბამისად მიღებულ იქნა N-β-(p-ტოლილ)-N-ტრიმეთილსილილ- 2,3,4, 6-ტეტრა-O-აცეტილ-D-გლუკოპირანოზი ლამინი (3 ). რეაქციები ტარდება შემდეგი სქემის მიხედვით: მიღებული ნაერთების სტრუქტურები დადგინდა ანალიზის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებით (IR და 13C-NMR, 1H-NMR სპექტროსკოპია).
მიმაგრებული ფაილები:
Condensation reactions of N-β(para-tolyl)2,3,4,6-tetra-O-acetyl-glucopyranosylamine with trimethylchlorosilane [en]N-β-(პარა-ტოლილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-გლუკოპირანოზილამინის კონდენსაციის რეაქცია ტრიმეთილქლორსილანთან [ka]