ავტორიზაცია
ბელოუსოვ-ჟაბოტინსკის ოსცილაციური რეაქციის შესწავლა ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატის შებრუნებულ მიკროემულსიებში
ავტორი: გია დაღელაშვილისაკვანძო სიტყვები: რხევითი ქიმიური რეაქცია, ბელოუსოვ-ჟაბოტინსკის რეაქცია, ინდუქციის პერიოდი, ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატი, შებრუნებული მიკროემულსიები, კოსმოტროპული და ქაოტროპული არაიონური დანამატები.
ანოტაცია:
ბელოუსოვ-ჟაბოტინსკის რხევითი რეაქციის შესწავლა აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს დღესაც მისი აღმოჩენიდან 70 წელიწადზე მეტი დროის შემდეგ. ჩვენი სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული რეაქციის შესწავლა შებრუნებული ტიპის მიკროემულსიურ სისტემაში, რათა დავაკვირდეთ იმ თავისებურებებს, რომლებიც პასუხისმგებელია რხევითი რეაქციის მიმდინარეობაზე მიკროემულსიურ სისტემაში. შესწავლილია ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატის კონცენტრაციის, შებრუნებული მიკროემულსიის წვეთებში გოგირდმჟავას და კალიუმის ბრომატის რაოდენობის, გოგირდმჟავას და ქლორის მჟავას ნარევის თანაფარდობის, კოსმოტროპული და ქაოტროპული არაიონური დანამატების, ასევე ტემპერატურის გავლენა ბელოუსოვ-ჟაბოტინსკის რეაქციის ინდუქციის პერიოდსა და კონცენტრაციული ოსცილაციების მიმდინარეობაზე.