ავტორიზაცია
N-(4-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზილამინის კონდენსაციის რეაქცია გლიცინის ეთილესტერის ჰიდროქლორიდთან
ავტორი: ლიკა მებონიასაკვანძო სიტყვები: N-(4-კარბოქსიფენილ)-2, 3, 4, 6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზილამინის კონდენსაციის რეაქცია გლიცინის ეთილესტერის ჰიდროქლორიდთან
ანოტაცია:
ანოტაცია ლიკა მებონია N-(4-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზილამინის კონდენსაციის რეაქცია გლიცინის ეთილესტერის ჰიდროქლორიდთან ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ი.ჭავჭავაძის გამზ.3 ბოლო წლების განმავლობაში ქიმიის, ბიოქიმიისა და მედიცინის სფეროში N-გლიკოზიდებმა დიდი ინტერესი და პრაქტიკული მნიშვნელობა მოიპოვა. N-გლიკოზიდები და მათი წარმოებულები გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის მედიატორებად, სტიმულატორებად, ასევე სოფლის მეურნეობაში მავნებლების წინააღმდეგ. ზოგიერთი სინთეზური N–გლიკოზიდები ავლენს პოტენციურ ანტიმეტაბოლურ, ანტივირუსულ და სიმსივნის საწინააღმდეგო აქტიურობას. N-გლიკოზიდების ახალი ტიპის წარმოებულების სინთეზი და ბიოლოგიური აქტიურობის შესწავლა დღემდე წარმოადგენს ნახშირწყლების ქიმიის პერსპექტიულ კვლევით მიმართულებას. ჩვენი სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა N-(4-კარბოქსიფენილ)-β-D-გლუკო¬პირა-ნოზილ- ამინის წარმოებულების სინთეზი. N-(4-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზილამინის სინთეზი განხორციელებულ იქნა D-გლუკოზის 4-ამინობენზოის მჟავასთან კონდენსაციით 96%–იანი მეთანოლის არეში, კატალიზატორის ყინულოვანი ძმარმჟავას თანაობისას 80C ტემპერატურაზე გაცხელებით და მიღებული N-გლიკოზილამინის შემდგომი აცეტილირებით. N-(4-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზილ– ამინის L-გლიცინის ეთილესტერის ჰიდროქლორიდთან კონდენსაციით N,N'-დიციკლო¬ჰექსილკარბოდიიმიდის და ტრიეთილამინის თანაობისას 0C ტემპერატურაზე, პირველად იქნა მიღებული N-[4-N’-(2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზილ)]ამინო¬ბენზოილ- L-გლიცინის ეთილესტერი. სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკურ–ქიმიური მეთოდებით.
მიმაგრებული ფაილები:
BA_Lika Mebonia [en]BA-ლიკა მებონია [ka]