ავტორიზაცია

მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანის ნიადაგების გამოკვლევა ზოგიერთი ქიმიური კომპონენტის შემცველობაზე
ავტორი: ლიზა ჩუხუასაკვანძო სიტყვები: ნიადაგის დაბინძურება, მძიმე მეტალები, არაორგანული კომპონენტები, მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრი
ანოტაცია:
ნიადაგები წარმოადგენენ უნიკალურ ბუნებრივი რესურსებს, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ადამიანებისა და პლანეტის შემადგენელი ყველა ცოცხალი ორგანიზმის განვითარებისთვის. ამ თვალთახედვით საინტერესოა აღნიშნულ ობიექტებზე საფუძვლიანი კვლევის ჩატარება. ჩვენს მიზანს შეადგენდა შაუმიანის ნიადაგების (4 ნიმუში) გამოკვლევა ზოგიერთ მეტალთა, როგორიც არის კადმიუმი (Cd), ტყვია (Pb), თუთია (Zn), სპილენძი (Cu), მანგანუმი (Mn), ქრომი (Cr), ალუმინი (Al) და რკინა (Fe) შემცველობაზე მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრის გამოყენებით. გამოსაკვლევ ნიადაგებში ასევე განვსაზღვრეთ არაორგანული კომპონენტები: Cl-, SO42-, F-, Ca2+, Mg2+, Na+, საერთაშორისო სტანდარტული მეთოდების გამოყენებით. მიღებული შედეგებიდან ჩანს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანის ნიადაგების pH იცვლება 7.82-7.98 ზღვრებში და მაშასადამე მიეკუთვნება ტუტე ნიადაგებს. CaCO3 შემცველობა ზედაპირიდან სიღრმეში მატების ტენდენციას განიცდის და 30-60 სმ სიღრმეში მაქსიმალური შემცველობა 124 მგ/გ შეადგენს. აღნიშნულ ნიადაგებში მძიმე მეტალების: Cd, Pb, Zn, Cu, Mn და ზოგიერთი არაორგანული კომპონენტების: Cl-, SO42-, F-, Ca2+, Mg2+, Na+, შემცველობა ნორმის ფარგლებშია. რკინის მაქსიმალური შემცველობა არ აღემატება კლარკს. ჯამური ქრომის კონცენტრაცია 6.7-10.4-ჯერ გაზრდილია ნიადაგებში მის ნორმირებულ კონცენტრაციასთან შედარებით.