ka | en
TSU

პროგრამირების სწავლების პორტალი მოსწავლეებისთვის

ავტორი: სედა ბალიან
თანაავტორები: მეხაკ ავეტისიან, ამალია პარონიან, ხაჩატურ ირიციან
საკვანძო სიტყვები: პროგრამირების სწავლა, ალგორითმები, მონაცემთა სტრუქტურები
ანოტაცია:

21-ე საუკუნე ითვლება ტექნოლოგიების განვითარების საუკუნედ, რამაც დიდი მოთხოვნა და დაინტერესება გამოიწვია კომპიუტერული მეცნიერების მიმართ. არსებობს პროგრამრების სწავლების ბევრი პორტალი ასეთი საიტის მაგალითებია: • https://www.w3schools.com/ • https://www.geeksforgeeks.org/ მსგავსი საიტები საშუალებას გვაძლევენ, რომ ვისწავლოთ დაპროგრამება საწყისი დონიდან მაღალ დონემდე. სამწუხაროდ, ასეთი პლატფორმა არ არსებობს ქართულ ენაზე, დაპროგრამების სწავლების უამრავი რესურსი მხოლოდ უცხო ენაზეა. ინგლისური ითვლება საერთაშორისო ენად, თუმცა არის მოსწავლეების ისეთი კატეგორია, რომლებიც დაბალ დონეზე ფლობენ საერთაშორისო ენას, რაც დააბრკოლებს შემდეგი პლატფორმების გამოყენებას. ჩვენი პროექტი წარმოადგენს პროგრამირების სწავლის პორტალს სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც მოიცავს ინფორმატიკისა და პროგრამირების ელემენტებს: მონაცემთა სტრუქტურები, ალგორითმები, C++.ამ პროექტის ფარგლებიში ასევე მოცემული იქნება HTML-ის და CSS-ის გაკვეთილები. გაკვეთილების გამოსაქვეყნად შევქმენით ვებ-აპლიკაცია დახვეწილი და ადვილად აღსაქმელი დიზიაინით, სასწავლო მასალა მოცემულია თემების მიხედვით, რაც უფრო გაამარტივებს სწავლას. საიტში შესაძლებელია დარეგისტრირება, როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეს. მასწავლებლის სტატუსის მქონე პირებს შეუძლიათ მასალების ატვირთვა, ტესტების შექმნა და გასწორება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com