ka | en
TSU

სალმონელოზის საფრთხე საქართველოში წარმოებულ ხორცპროდუქტებში, საფრთხის პრევენცია და აღმოფხვრის გზები.

ავტორი: მარიამი აბუაშვილი
საკვანძო სიტყვები: სალმონელა, ინტოქსიკაცია, საკვები
ანოტაცია:

ადრეული საუკუნეებიდან მოყოლებული მსოფლიო დგას ერთ-ერთი სერიოზული პრობლემის წინაშე, რომელსაც საკვებისმიერი ინტოქსიკაცია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად ათასობით და ათი ათასობით ადამიანის ჯანმრთელობას, თუ სიცოცხლეს ექმნება საფრთხე, რაც რიგ შემთხვევებში ფატალობითაც სრულდება. საკვებისმიერი ინტოქსიკაციის 66% გამოწვეულია ბაქტერიებით, რომელთაგანაც Salmonella spp. მწვავე დიარეული დაავადების ერთ-ერთი წამყვან მიზეზად რჩება, ხოლო სალმონელოზი კი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საკვებით გადამდებ ინფექციად. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა ხორცსა და ხორცპროდუქტებში Salmonella-ს გამოვლენის სიხშირის და კონტამინაციის შესაძლო გზების დადგენა. სულ აღებული იქნა 200 ნიმუში, რომელთაც ჩაუტარდათ მიკრობიოლოგიური ანალიზი Salmonella spp-ს გამოსაყოფად ISO 6579-1:2017-ის მიხედვით. გამოკვლეული იქნა 4 მწარმოებლის მიერ წარმოებული პროდუქცია. საკვლევი ნიმუშებიდან 80 ნიმუში იყო ნედლი ხორცი და 80-ფარშირებული ხორცი. ვინაიდან საკვლევ ობიექტს გარდა ნედლი ხორცისა, წარმოადგენდა ფარშირებული ხორცი, მეტი თვალსაჩინოებისთვის, საჭირო გახდა დამატებითი ანალიზის ჩატარება, კერძოდ ხორცის გადასამუშავებელი მანქანის სხვადასხვა ზედაპირიდან ISO 18593:2018/2019-ის მიხედვით აღებული იქნა ჩამონაბან-ჩამონარეცხის 40 ნიმუში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ: 1. საქართველოში წარმოებული ხორცპროდუქტების კონტამინაციის რისკი უფრო მაღალია, არა პირველადი, არამედ მეორადი წარმოების, კერძოდ გადამუშავების პროცესის მიმდინარეობისას, რაც ძირითადად გამოწვეულია საწარმოოს ზოგადი ჰიგიენური ნორმების არასათანადო დაცვით; 2. სწორად შერჩეული სადენზინფექციო ხსნარი მნიშვნელოვნად ამცირებს კონტამინაციის რისკს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com