ka | en
TSU

მონცემთა ინტეგრირება ქართული ენის შემსწავლელ სისტემაში

ავტორი: გელა ჩადუნელი
საკვანძო სიტყვები: ელექტრონული სწავლება, ICT სასწავლო სისტემები, ქართული ენის სწავლება, ვებ პლათფორმა
ანოტაცია:

თანამედროვე სამყაროში გლობალიზაციის ზდის მაღალმა ტემპმა გამოიწვია “მსოფლიოს შევიწროება”, რამაც აქტუალური გახადა ქვეყნებისთვის საკუთარი ენის და კულტურის პოპულარიზაცია. დღესდღეობით სწავლაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ტექნოლოგია, უფრო კონკრეტულად ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები(ICT). ონლაინ ცოდნის გადაცემის სისტემების დიდი რაოდენობაა ხელმისაწვდომი და აქტიურადაც გამოიყენება განთლებაში. “სწავლის და სწავლების სტრატეგიებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თანამედროვე ტექნოლოგიებმა, რომლებმაც შეცვალეს ინფორმაციის წარმოდგენის სახე, ასევე ის, თუ როგორ ურთიერთობენ სტუდენტები ამ ინფორმაციასთან.” “ენის შესწავლა ხორციელდება სოციალური ურთიერთობებისას და ენის შესასწავლ გარემოში, ენა არის კომუნიკაციის საშუალება, რომელიც გამოიყენება დავალებების შესასრულებლად და შინაარსის გასაგებად. უცხო ენების შესწავლისას ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით შექმნილი გარემო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ტექნოლოგიების გამოყენება გავლენას ახდენს ენისა დაკულტურის შესწავლაზე.” ქართული ენა განიცდის მსგავსი პლატფორმების სიმწირეს. ამის ერთ-ერთ მიზეზი მისი კომპლექსურობაა. თარგმნისთვის ყველაზე პოპულარული არის Google - ის პროდუქტი, “Google Translate”, რომელსაც ორი მთავარი პრობლემა გააჩნია: ენის შესასწავლად არ გამოდგება და ქართული ზმნის საწყისიდან განსხვავებულ ფორმაში უჭირს ზუსტი შინაარსის გადათარგმნა. ამასთან ერთად, არ მოiპოვება ერთი კონკრეტული პლატფორმა, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა ინფორმაცია ქართული ენის შესახებ. მოცუმული პროექტის მიზნია, შეიქმნას ისეთი პლატფორმა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების და უახლესი მეთოდების გამოყენებით, თავს მოვუყრიდით ქართულ ენასთან დაკავშირებულ მოდულებს, რომელთა რაოდენობის გაზრდაც სამომავლოდ შესაძლებელი იქნებოდა და უცხოელებს და ზოგადად, ქართული ენით დაინტერესებულ ადამიანებს მისცემდა მასზე ყველანაირი ინფორმაციის მოძიებისა და შესწავლის საშუალებას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com