ავტორიზაცია
ჩუტყვავილა და მეორადი გართულებები
ავტორი: სოფიკო სტურუათანაავტორები: სოფიკო სტურუა
საკვანძო სიტყვები: ჩუტყვავილა
ანოტაცია:
ანოტაცია ჩუტყვავილა მთელს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ვარიცელა-ზოსტერ ვირუსის მიერ (VZV), და მიეკუთვნება ჰერპეს ვირუსების ოჯახს. ინფექცია გადამდებია ჰაერ-წვეთოვანი გზით, რომელიც ვრცელდება ხველებითა და ცემინებით, აგრეთვე დაზიანებულ კანთან კონტაქტით. ჩუტყვავილა იწყება კანზე გამონაყარით, თავდაპირველად ყალიბდება პატარა, 2-4მმ დიამეტრის ზომის წითელი ბუშტუკები, რომელიც იწვევს ქავილს. გამონაყარი ჩვეულებრივ ჩნდება მკერდზე, ზურგზე სახეზე და შემდეგ ვრცელდება მთელს სხეულზე. მას თან ახლავს ცხელება, დაღლილობა, ფარინგიტი და თავის ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ გრძელდება ხუთიდან შვიდ დღემდე. მოზრდილებში დაავადება უფრო მძიმეა, ვიდრე ბავშვებში. სიმპტომები იწყება ექსპოზიციიდან 10-21 დღის შემდეგ, მაგრამ საშუალო ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით ორი კვირაა. ჩუტყვავილას გართულებები შეიძლება მოიცავდეს: ბაქტერიულ ინფექციებს, როდესაც ხდება გამონაყარის ბაქტერიებით, კერძოდ Staphylococci და Streptococci-ით დაინფიცირება, ასევე ნევროლოგიურ დარღვევებს როგორიცაა ცერებრალური დამბლა და მენინგოენცეფალიტი, პნევმონიას და ჰერპესს. ვირუსით ინფიცირებული მოზრდილების მესამედს ემუქრება სერიოზული გართულებები, განსაკუთრებით 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პირებს. ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნა 1974 წელს იაპონიაში, ცოცხალი შესუსტებული ვარიცელას Oka (P-Oka) შტამისგან, რომელიც 1995 წლიდან აქტიურად გამოიყენება ინფექციის გართულებების თავიდან ასაცილებლად.