ავტორიზაცია
აცეტილირებული 1-O-ალილ-β-D-გლუკოპირანოზიდისა და მისი წარმოებულების სინთეზი.
ავტორი: სალომე ბიბიაშვილითანაავტორები: ასოც. პროფ. ნელი სიდამონიძე
საკვანძო სიტყვები: 1, 2, 3, 4, 6-პენტა-О-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზა, 1-O-ალილ-2, 3, 4, 6, -ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზიდი, 1-O-(2-ქლორ-3-ტრიფენილ სილილ)-პროპილ-2, 3, 4, 6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზიდი, 1-O-(2-ქლორ-3-ტრიფენილ მეთილ)-პროპილ-2, 3, 4, 6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზიდი, დიკუმილის ზეჟანგი.
ანოტაცია:
ცოცხალი ორგანიზმის განვითარებისთვის სილიციუმის ნაერთები მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ. ამასთან, სილიციუმის ატომის შეყვანამ ცნობილ სამკურნალო პრეპარატებში შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს პრეპარატის მოქმედების ხასიათი, რიგ შემთხვევებში კი შესძინოს მათ ახალი თვისებები. 1-O-ალილ-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზიდის (3) ტრიფენილქლორსილანთან და ტრიფენილქორმეთანთან, კატალიზატორის დიკუმილის ზეჟანგის თანაობისას, პირველად იქნა სინთეზირებული 1-O-(2-ქლორ-3-ტრიფენილ სილილ)-პროპილ-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზიდი (4) და 1-O-(2-ქლორ-3-ტრიფენილ მეთილ-პროპილ-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზიდი (5). რეაქცია მიდის მარკოვნიკოვის წესის მიხედვით. სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკო–ქიმიური მეთოდებით.
მიმაგრებული ფაილები:
აცეტილირებული 1-O-ალილ-β-D-გლუკოპირანოზიდისა და მისი წარმოებულების სინთეზი [ka]