ka | en
ავტორიზაცია
AOT-ის შებრუნებული მიკროემულსიების მიკროგარემოს შესწავლა ოპტიკური სინჯის მეთილნარინჯის გამოყენებით
ავტორი: დავით გაბადაძესაკვანძო სიტყვები: ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატი, შებრუნებული მიკროემულსიები; ოპტიკური სინჯი, მეთილნარინჯი, კოსმოტროპული და ქაოტროპული არაიონური დანამატები, ასოციაციის ხარისხი.
ანოტაცია:
შესწავლილია ანიონური ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატის საფუძველზე მომზადებული შებრუნებული მიკროემულსიების მიკროგარემო ულტრაიისფერ-ხილული სპექტროსკოპიის მეთოდით ოპტიკურ სინჯად მეთილნარინჯის გამოყენებით. გამოკვლეულია ზეთის ბუნების, წყალი/ზან მოლური თანაფარდობის და შებრუნებული მიცელის წყლის ნანოწვეთებში არაიონური კოსმოტროპული და ქაოტროპული ნივთიერებების დანამატების გავლენა methyl orange აბსორბციულ ელექტრონულ სპექტრებზე. განსაზღვრულია მოლეკულური სინჯის შებრუნებულ მიცელებთან ასოციაციის ხარისხი.