ავტორიზაცია

მაგნიტური ნანო-ნაწილაკების ჰიპერთერმისაა და ფაგოთერაპიის კომბინირების ექსპერიმენტული კვლევა
ავტორი: ცირა დირმელიშვილისაკვანძო სიტყვები: ნანო-ნაწილაკენი; ჰიპერთერმია; მაგნიტური ველი;
ანოტაცია:
ჰიპერთერმია არის კიბოს მკურნალობის ახალი ტიპი. ის ელექტრო-მაგნიტური გამოსხივების გამოყენებით ათბობს ორგანიზიმის არაჯანსაღ არეალს, კიბოს უჯრედების განადგურებისა და სიმსივნის ზომის შესამცირებლად. ჰიპერთერმისაას კიბოს უჯრედების განადგურებისთვის სიმსივნურ არეში მიღებულ უნდა იქნას 40-45°C. ჰიპერთერმიულ თერაპიას ასევე შეუძლია კიბოს სხვა სამკურნალო საშუალებები გახადოს უფრო ეფექტური, მაგალითად ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია. აღნიშნული მეთოდი მეცნიერებისთვის კვლავ კვლევის საგანს წარმოადგენს, რის გამოც მისი გამოყენება მედიცინაში ამ ეტაპზე არ არის ფართოდ დანერგილი. ჰიპერთერმიის დროს ჯანსაღი ქსოვილის უმეტესობა არ ზიანდება, თუ ტემპერატურა 40°C -ზე დაბალია. ტემპერატურის გასაკონტროლებლად გამოიყენება სპეციფიკური სახის თერმომეტრები. აღსანიშნავია, რომ ქსოვილების განსხვავებულმა მახასიათებლებმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო მაღალი ტემპერატურა გარკვეულ ადგილებში, რაც ვლინდება დამწვრობის, ბუშტუკების, დისკომფორტისა ან ტკივილის სახით. მოცემულ ნაშრომში განხილული იქნება მაგნიტური ნანო-ნაწილაკების ჰიპერთერმიისა და ფაგოთერაპიის კომბინირების ექსპერიმენტული კვლევა. ზემოთ ნახსენები მიზეზებიდან გამომდინარე კვლევის პარალელურად აუცილებელია აღნიშნული მეთოდის გვერდითი მოვლენების შესწავლა.