ka | en
TSU

გრუნტის თვისებების შესწავლა  სეისმური ხმაურის გამოყენებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის

ავტორი: თამარ შუბლაძე
საკვანძო სიტყვები: გრუნტის თვისებები, HVSR ტექნიკა.
ანოტაცია:

საქართველო ისევე როგორც მთლიანად სამხრეთ კავკასია, ერთ-ერთი სეისმურად აქტიური რეგიონია ალპურ-ჰიმალაის სეისმურ სარტყელში. ამიტომ სეისმური საშიშროების შეფასება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის . ნაციონალურ დონეზე სეიემური საშიშროების შეფასება ხდება ალბათური სეისმური საშიშროების მეთოდით, რომელიც განსაზღვრავს გრუნტის სხვადასხვა დონის რხევების წლიური გადაჭარბების ალბათობას. გრუნტის რხევები გამოსახულია რხევის პიკური და სპექტრალური აჩქარებებით. ხოლო შფასება ხდება გრუნტის A კლასისითვის ევროკოდი 8-EN 1998-1 (1998) მიხედვით. ლოკალური მასშტაბით, სეისმური საშიშროების დაზუსტება ხდება უბნის გეოლოგიური, გეომორფოლოგიური, გეოტექნიკური და გეოფიზიკური მახასიათებლების მიხედვით, ვინაიდან ცნობილია, რომ შემომავალი სეისმური რხევები შეიძლება შეიცვალოს ამპლიტუდის, სიხშირისა და დროის ხანგრძლივობის მიხედვით უბნის სპეციფიკური ადგილობრივი მახასიათებლების გამო. ეს საკითხი მიკროდარაიონების მთავარი ამოცანაა. გრუნტის ხასიათდება შემდეგი სეისმური პარამეტრებით: დომინანტური სიხშირე, Vs30 (განივი ტალღის საშუალო სიჩქარე 30 მეტრის სიღრმეზე) და გაძლიერების ფაქტორი. ამ ნაშრომში წარმოდგენილია გრუნტის კლასიფიკაცია დომინანტური სიხშირით და Vs30-ით, რომელიც მიღებულია გეოფიზიკური გაზომვებით, კერძოდ სეისმური ხმაურის ჩანაწერებით. გრუნტის მახასიათებელი ეს პარამეტრები მნიშვნელოვანია ლოკალური სეისმურიბის დაზუსტებისთვის, რათა მოხდეს სეისმურად მდგრადი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაპროექტება როგორიცაა ჰიდროელექტროსადგური დასავლეთ საქართველოში და მაღალსართულიანი შენობა თბილისში. ამ მიზნით საქართველოში პირველად იქნა გამოყენებული სეისმური ხმაურის ჩანაწერები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com