ავტორიზაცია
ბაქტერიების ბიოლოგიური აქტივობების ბიოფიზიკური ასპექტები.
ავტორი: თეონა ენდელაძეანოტაცია:
თამანედროვე მსოფლიოში საზოგადოების უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის განვითარებისთვის მიკროორგანიზმებზე დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბაქტერიებზე დაკვირვებისას ჩვენ ზუსტ ინფორმაციას ვიგებთ მათ აქტივობებზე, გამრავლებაზე, თუ როგორ მოქმედებენ გარემოზე და შედეგად შეგვიძლია დავადგინნოთ, თუ როგორ დავთრგუნოთ ისინი. ჩემს ნაშრომში დეტალურად დავახასიათე ბაქტერია - მისი აგებულება, გენომი; ასევე განვიხილე მათი გამრავლების ეტაპები და გავაკეთე მათემატიკური ანალიზი. ბაქტერიების გამრავლებას თან ახლავს ხსნარის სიმღვრივის მატება და იმისათვის, რომ გამრავლების პროცესზე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ზემოქმედება შევისწავლოთ, გამოიყენება ტურბიდიმეტრი - ეს არის ხსნარების სიმღვრივის საზომი მაღალმგრძნობიარე დანადგარი. ბიოლოგიურად აქტიური მოლეკულების მოქმედება ბაქტერიებზე გამოიხატება იმაში, რომ შეიცვლება საკვები ხსნარის სიმღვრივე, რასაც დააფიქსირებს ხელსაწყო. აღნიშნულ დანადგარს შეუძლია ბაქტერიების გამრავლების პროცესს დავაკვირდეთ უწყვეტ დროით რეჟიმში,რ აც მეტად მნიშვნელოვანია.