ka | en
TSU

ქართულ ომონიმთა კლასიფიკაცია ხელოვნური ინტელექტის მეთოდების გამოყენებით

ავტორი: დავით მელიქიძე
თანაავტორები: დავით მელიქიძე
ანოტაცია:

მოხსენება შეეხება ქართულ ენაში ომონიმთა კლასიფიკაციას, რაც გულისხმობს წინადადების მიხედვით იმის გაგებას, თუ რა შინაარსითაა ნახმარი კონკრეტული ომონიმი. ბუნებრივი ენის დამუშავების ამოცანებში მნიშვნელოვანია ტექსტის ანალიზი. კომპიუტერულ პროგრამას უნდა გადაეცეს რიცხვებად ჩაწერილი მონაცემები. ამის მისაღწევად გამოყენებულია სიტყვათა ვექტორიზაციის Word2Vec ტექნიკა. ომონიმთა კლასიფიკაციისთვის გამოყენებულია ორი სხვადასხვა მოდელი, კერძოდ: მხარდამჭერი ვექტორული მანქანა (Support Vector Machine) და კონვოლუციური ნეირონული ქსელი. პროექტის ფარგლებში განხილულია მხოლოდ ერთი ომინიმი: "ბარი," რომელსაც 4 შესაძლო შინაარსი მივანიჭეთ: ბარი - სამიწათქმოქმედო იარაღი, ბარი - დაბლობი, ბარი - კაფე-რესტრანი და ბარი - სხვა. კლასიფიკატორის საწვრთნელად გამოყენებულია 4000 წინადადება, რომელთაგან თითოეულს აქვს მინიჭებული შესაბამისი კლასის ნომერი. საბოლოო ჯამში, მოხერხდა 80% სიზუსტით ახალ წინადადებებში (სატესტო მონაცემებზე) ომონიმთა კლასიფიკაცია.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com