ავტორიზაცია
ინდუცირებული სეისმურობის შესწავლა ენგურჰესის მაგალითზე
ავტორი: ნაზი ტუღუშითანაავტორები: Nasim karamzadeh Toularoud
საკვანძო სიტყვები: წყალსაცავები და მიკროსეისმურობა, მიკრომიწისძვრების დეტექტირება, ინდუცირებული სეისმურობა
ანოტაცია:
ინდუცირებული სეისმურობა მოიცავს მიწისძვრებს და მიკრომიწისძვრებს რომლებიც ძირითადად განპირობებულია გარე ზემოქმედების შედეგად კონკრეტულ არეალში დედამიწის ქერქში დაძაბულობისა და დეფორმაციის ცვლილებით .ინდუცირებული სეისმურობა მაღალი ენერგეტიკული დანიშნულების რეზერვუარების ირგვლივ ძირითადად ორი მიზეზითაა განპირობებული: 1.დაძაბულობის ცვლილებით წყლის წნევის გამო ან უფრო ხშირად 2.მიწისქვეშა წყლების ფორებზე წნევის მომატებით,რაც ამცირებს წყალსაცავის ქვეშ მდებარე ქანების ეფექტურ სიმტკიცეს. კავკასიის რეგიონისთვის ინდუცირებული სეისმურობის შესასწავლად მეტად საინტერესოა ენგურის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია. ენგურჰესი - ამიერკავკასიაში მდებარე უდიდესი თაღოვანი ტიპის (271 მ სიმაღლის) ჰიდროელექტროსადგურია მდ.ენგურზე,რომლის სიმძლავრეა 1300 ათ.კვტ. წყალსაცავის ერთი მილიარდი კუბური მეტრი წყლის მოცულობა, წყლის დონის სეზონური ცვალებადობა რეზერვუარში დაახლოებით 100 მეტრით და მისი აქტიური რღვევების სიახლოვეს მდებარეობა ,აღნიშნულ ტერიტორიას აქცევს მეტად საინტერესოდ რეზერვუარების ინდუცირებული სეისმურობის შესწავლის თვალსაზრისით. ნაშრომში წაარმოდგენილია ენგურჰესის მიკროსეისმურობის შესწავლა გერმანულ - ქართული პროექტის (DAMAST) ფარგლებში განვითარებული ლოკალური სეისმური ქსელის მონაცემებზე დაყრდნობით. შეფასებულ იქნა მიკრომიწისძვრების კინემატიკური, ენერგეტიკული და ტენზორული პარამეტრები. შესწავლილ იქნა სეისმური ქსელის მონაცემებებზე დაყრდნობით მიკროსეისმურობის სურათი რეზერვუარში, მიკროსეისმურობის კორელაცია წყლის დონის ცვლილებასთან და ინგრიშის რღვევაზე მოთავსებული დეფორმოგრაფის მონაცემებთან. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ენგურჰესის ირგვლივ 30 კმ - ის რადიუსში მიკროსეისმურობა ძირითადად განპირობებულია ორი ძალით: ტექტონიკურით და წყალსაცავში წყლის დონის ცვლილებით გამოწვეულით.